ისრაელი სირიისგან ითხოვს, არ განათავსოს თურქული ჯარები თავის ტერიტორიაზე.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისრაელი და სირია უსაფრთხოების საკითხებში სტატუს კვოს შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ, რომლის დარღვევის პირას იყო სირია, როდესაც თურქეთის ჯარებს ალეპოს მახლობლად საჰაერო ბაზაზე განლაგების ნებართვა მისცა.
„ისრაელმა სირია არაერთხელ გააფრთხილა, რომ ასეთი განლაგება საფრთხეს შეუქმნიდა ისრაელის უსაფრთხოებას. სირიამ ამ გაფრთხილებების იგნორირება არჩია. ისრაელი არ შეეგუება მისი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს და მიესალმება სტატუს კვოს დაბრუნებას“, – აღნიშნულია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის იდლიბის რეგიონში, ძველი აეროდრომის ტერიტორია სამხედრო თვითმფრინავმა დაბომბა. მოგვიანებით, სირიის ხელისუფლებამ სამხედრო აგრესიაში ისრაელი დაადანაშაულა.
„აქსიოსის“ თანახმად, ისრაელმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას განუცხადა, რომ სირიის საჰაერო ბაზაზე ბოლოდროინდელი თავდასხმა მიზნად ისახავდა რეგიონში თურქეთის სამხედრო ძალების განლაგების თავიდან აცილებას.

