“ეს არის რაღაცა ერთგვარი სასპეკულაციო თემა. ამიტომ, რამდენი ადამიანიც არის, რამდენი ინტერესიც არის, რამდენი გემოვნებით პოლიტიკური თუ სხვა სარგებლის მიმღები შეიძლება არსებობდეს, იმდენი ვერსია და იმდენი საჭორაო მასალა შეიძლება არსებობდეს.
ამიტომ, მე არ ვაპირებ ამ ჭორაობას, თუ ამ ვერსიების, თუ რაც გნებავთ ის დაარქვით, იმის აქ ტირაჟირებას. მის [ირაკლი ღარიბაშვილის] ოჯახს და ზოგადად, არავინ არავის არ ემუქრება. თუ მას აქვს პოლიტიკაში წასვლის სურვილი, მას ჰკითხეთ, მე ნუ მეკითხებით. არ მაქვს არანაირი სურვილი, პატიმრობაში მყოფი ადამიანი რას ლაპარაკობს მის პოლიტიკაში წასვლა-არწასვლაზე ამაზე მე სპეკულაციური ლაპარაკი დავიწყო ” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, 17 აგვისტოს ექსპრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან Facebook-ზე პოსტი გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით წერილი გაუგზავნეს და “სხვა გზა არ დაუტოვეს”, რომ წინ არ აღუდგეს “ღირსების შემლახავ ბოროტებას”.

