მიხეილ ცაგარელი: 17 მაისიდან, ერთი თვის განმავლობაში, წლის განმავლობაში ყველაზე რთული პერიოდი დგება. დაიძაბება სიტუაცია ადამიანებს შორის. დედამიწა ერთი კვირის შემდეგ უარყოფით ველში შედის. თუმცა იქამდე ერთი კვირაა. ამ კვირას მზე მიწის სტიქიას გადის და მიწის ნიშნები ამ კვირას თავს კარგად გრძნობენ.
ვერძი-ამ კვირას აქტიურია, ბიზნეს სფეროში წარმატებულია. მთავარია რა იჩქაროს. მატერიალური მდგომარეობას თუ პირად ცხოვრებას გაიუმჯობესებს.
კურო-შარმი, მიზიდულობა ძალიან მაღალი აქვს. განსაკუთრებით ბრწყინავენ. კარგი პერიოდია ბიზნეს-სფეროსთვის, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ტყუპები-კარგი პერიოდია ძველი საქმეების დასრულებისა და ახალი საქმეების დასაწყებად. თუმცა ენერგოტონუსი მცირდება. ნუ გადაიტვირთებით და სარისკო საქმეებზე პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ.
კირჩხიბი- მიიღებს საინტერესო ინფორმაციას, მთავარია ამ ინფორმაციის სწორად და დროულად გამოყენება შეძლოს. თუ საგანმანათლებლო სფეროშია ჩართული, შეიძლება დიდ წარმატებას მიაღწიოს. მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდია.
ლომი-წარმატებულია და შეიძლება ფინანსური მდგომარეობაც გაიუმჯობესოს. თუმცა მას აქვს ცდუნება კანონი დაარღვიოს. თუ ამას გააკეთებს, ყველაფერს წყალში ჩაყრის.
ქალწული-ერთ-ერთი კარგი პერიოდია. მაღალი ტონუსი აქვს. მაგრამ ხელს უშლის ის, რომ ადვილად შეიძლება მიეტმასნონ საეჭვო პარტნიორები, რომლებიც მისი წარმატების სათავისოდ გამოყენებას შეეცდებიან.
სასწორი-ძალიან შარმიანები არიან, იზიდავენ საწინააღმდეგო სქესის პარტნიორებს, შეუძლიათ ფინანსური სიტუაციების გადაჭრა და მოგვარება ამ პერიოდში.
მორიელი-ახლა ძალიან შემტევი და მიზანსწრაფულია. ეხმარებიან მეგობრები, მფარველები, ყველა მხრიდან იღებს დახმარებას.
მშვიდლოსანი-სიფრთხილე სჭირდება, რადგან შეიძლება ათ საქმეს მოკიდოს ხელი ერთად და მიხვდეს, რომ ვერ ასრულებს.
თხის რქა- კარგი პერიოდი აქვს. ენერგოტონუსი მაღალი აქვს. მათ შორის სასიყვარულო პერიოდი კარგია.
მერწყული- მას ამ კვირას მხოლოდ ოჯახში გაუმართლებს. კარგია თუ მეტ დროს ახლობლებს დაუთმობს.
სხვა მხრივ წარმატებები ჯერ არ აქვს.
თევზები-ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია მატერიალური თუ სხვა კუთხით. საინტერესო ინფორმაციას მიიღებს.
“იმედი”