უკრაინამ მოსკოვსა და მის ოლქს 100-ობით დრონით უტევს, რუსული მედია იტყობინება, რომ ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში მოსკოვზე შეტევის ყველაზე მასშტაბური მცდელობაა.
“TACC-ის გამოთვლებიდან ირკვევა, რომ უკრაინული დრონების მიერ მოსკოვზე თავდასხმის ეს მცდელობა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია.“ – დაწერა რუსულმა მედიამ 18 აგვისტოს დილას.
მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი მთელი ღამის განმავლობაში იუწყებოდა თავდასხმის შესახებ, მისი მტკიცებით საჰაერო თავდაცვამ 200-მდე უკრაინული დრონი გაანეიტრალა.
„როსავიაციამ“ მუშაობა შეუზღუდა მოსკოვის ოთხ აეროპორტს: „ვნუკოვოს“, „დომოდედოვოს“, „ჟუკოვსკის“, „შერემეტიევოს“. TACC-ის ცნობით, უსაფრთხოების ზომების გამო 8 ავიარეისმა მოსკოვში დაჯდომა ვერ შეძლო. გავრცელებული ცნობებით დაბომბილია Wildberries-ის კიდევ ერთი საწყობიც.
ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი მოსკოვში 10 ათასზე მეტი მომხმარებელი და 46 სოციალურად მნიშვნელოვანი ობიექტი.

