ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ბატონი თამაზის განცხადებები არ გამოხატავს მთავრობის საგარეო პრიორიტეტს“

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დეპუტატ თამაზ მეჭიაურის პოზოცია მთავრობის პოზიციისგან რადიკალურად განსხვავებულია.

“ნამდვილად უნდა ვთქვა დიდი სინანულით, რომ ბატონი თამაზის განცხადება არის აბსოლუტურად აცილებული იმ კურსს, რომელიც „ქართულ ოცნებას” და საქართველოს მთავრობას აქვთ და, რომელიც თავის მხრივ „ქართული ოცნების” საგარეო კურსის გამომხატველია. ძალიან დასანანია, რომ ბატონი თამაზის განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის და პარტია „ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თამაზ მეჭიაურმა განაცხადა:  “ნატო-ში შესვლას ამ მოცემულობით მე მხარს არ ვუჭერ“. მისივე თქმით, ალიანსში არავინ მიგვიღებს, თუ ჩვენ არ ვიტყვით უარს აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” დაბრუნებაზე.

კითხვაზე, კონკრეტულად ვინ აკეთებს ამ ტიპის განცხადებას და ვინ ითხოვს საქართველოდან აღნიშნულს, მეჭიაურის მტკიცებით, ”ამას ამბობს ყველა”.

იტვირთბა....