აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტროპიკულ ქარიშხალ „ლალას“ გამო ჰავაიზე 180 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და 100 სახლი დაზიანდა

ტროპიკულ ქარიშხალ „ლალას“ გამო ჰავაიზე 180 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და 100 სახლი დაზიანდა. სტიქიის გამო საჭირო გახდა 100-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

მედიის ინფორმაციით, უამინდობასთან დაკავშირებულ საგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შტატის ოფიციალური პირების განცხადებით, ოაჰუში, ყველაზე დასახლებულ კუნძულზე, ელექტრონერგია დაახლოებით 220 000 აბონენტს გაეთიშა, მოგვიანებით კი მისი მიწოდება კუნძულის ნაწილზე აღდგა.

მედიის ცნობით, ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და წვიმამ კი გზები დატბორა. ამასთან, შტატის მოსახლეობის განცხადებით, მათ მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა არასოდეს უნახავთ.

ჰავაის ტრანსპორტის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ყველა აეროპორტი ხელახლა გაიხსნა, თუმცა შტატის ოფიციალურმა პირებმა მოგზაურებს ურჩიეს, განახლებული ინფორმაცია ავიაკომპანიებთან გადაამოწმონ.

იტვირთბა....