აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინთან ჩემი ძალიან კარგი ურთიერთობიდან გამომდინარე, უკმაყოფილო ვარ…” – დონალდ ტრამპი

“ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინთან ჩემი ძალიან კარგი ურთიერთობიდან გამომდინარე, უკმაყოფილო ვარ იმ ფაქტით, რომ შეერთებული შტატები დიდი ხნის წინ დათანხმდა სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას. ეს წვრთნები არა მხოლოდ ძვირადღირებულია, რომლის ხარჯების დიდ ნაწილსაც (როგორც ყოველთვის!) ამერიკის შეერთებული შტატები ფარავს, არამედ აგზავნის სრულიად შეუსაბამო და მტრულ სიგნალს იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც, ვიდრე დონალდ ტრამპია პრეზიდენტი, არ ყოფილა საფრთხის შემცველი და პატივისცემით გამოირჩევა.

შესაბამისად, და იმის გათვალისწინებით, რომ გასაუქმებლად უკვე ძალიან გვიანია, დავავალე ომის მდივანს, პიტ ჰეგსეტს, მნიშვნელოვნად შეამციროს ერთობლივი სამხედრო წვრთნები! მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კავშირში არ არის, ცოტა ხნის წინ ვკითხე სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, სურდათ თუ არა შემოგვერთებოდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვული განიარაღების პროცესში, რაზეც მათ მიპასუხეს: „არა, გმადლობთ!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....