უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სარაკეტო დანაყოფის თავშეყრის ადგილი, ზაპოროჟიეში კი რკინიგზის ხიდი დაბომბა – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს
„2026 წლის 16 აგვისტოს ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფებმა დაარტყეს მნიშვნელოვან სამხედრო სამიზნეთა სერიას. კერძოდ, იერიში მიიტანეს მოწინააღმდეგის სარაკეტო დანაყოფის თავმოყრის რაიონზე რეზერვნოეში, დროებით ოკუპირებული უკრაინული ყირიმის ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, დარტყმა განხორციელდა ზაპოროჟიეს ოლქის სვიტლოდოლინსკეს რაიონში მდებარე რკინიგზის ხიდზე, რომელსაც ოკუპანტები სამხედრო ლოგისტიკისა და პირადი შემადგენლობის გადასაადგილებლად იყენებენ.
ასევე, უკრაინელმა მეომრებმა იერიში მიიტანეს მოწინააღმდეგის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და საბრძოლო მასალის საწყობებზე დონეცკის ოლქის კარლივკაში. მოწინააღმდეგის საკვანძო სამხედრო სამიზნეებზე მუშაობა გრძელდება.
გაგრძელება იქნება!“ – წერია გენ. შტაბის განცხადებაში.

