აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გუშინდელი თავდასხმა რუსეთზე წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გუშინდელი თავდასხმა რუსეთზე წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო – წერს რუსული მედია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი იუწყება, რომ ღამის განმავლობაში თითქმის 600 უკრაინული დრონი გაანეიტრალა.

„გასული ღამის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის მორიგე ძალების მიერ ბელგოროდის, ბრიანსკის, ვლადიმირის, ვორონეჟის, კალუგის, კურსკის, ლენინგრადის, ლიპეცკის, ნიჟნი-ნოვგოროდის, ნოვგოროდის, ორლოვის, ფსკოვის, როსტოვის, რიაზანის, სმოლენსკის, ტვერისა და ტულის ოლქების, მოსკოვის რეგიონის, კრასნოდარის მხარის, ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიებზე, ასევე აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიებში გადაჭრილი და განადგურებულია თვითმფრინავის ტიპის 598 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.“ – წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

იტვირთბა....