აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოწმემ განმარტა, რომ მას პირადად ჰქონდა კავშირი და ურთიერთობა გრიგოლ ლილუაშვილთან” – პროკურორი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. მიქაუტაძემ ჩვენება დახურულ სასამართლო პროცესზე მისცა. განცხადება ამის შესახებ საქმის პროკურორმა გააკეთა.

“პროკურორი: მოწმემ განმარტა, რომ მას პირადად ჰქონდა კავშირი და ურთიერთობა გრიგოლ ლილუაშვილთან, მათ შორის იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც ბრალად არის შერაცხული. პირადად გადასცა და დავალებაც მან პირადად მიიღო, რომ წამოეღო, მოეთხოვა კონკრეტული თანხები მეწარმე პირებისაგან.

კითხვა: გამოკითხულები არიან თუ არა ის ბიზნესმენები, ვისგან ქრთამის აღებასაც ედავება პროკურატურა (ლილუაშვილს)?

პროკურორი: კი, ერთ-ერთი პირი დაკითხულია. ის დაიკითხა სასამართლოში და ისაუბრა ამ დეტალებზე, თუ როგორ გამოართვა რომეო მიქაუტაძემ თანხა, რომე ეს განემარტა მას და შეიფუთა როგორც, სახელმწიფოს ინტერესი. ანალოგიური გაიმეორა სხვათაშორის დღეს დაკითხულმა მოწმემაც. ჩვენებები აბსოლუტურად თანხვედრაშია. რა თქმა უნდა რომეო მიქაუტაძეს ანგარიში არ ჩაუბარებია მისთვის, თუ ვისთვის მიჰქონდა თანხა. შეფუთა, როგოროც სახელმწიფო ინტერესი. მოწმემ დაადასტურა თანხის გადაცემის ფაქტი. შესაბამისად ისაუბრა იმაზეც, როგორ მოახდინა საკმაოდ სოლიდური თანხის აკუმულირება”, – განაცხადა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა. განცხადებას “ტვ პირველი” ავრცელებს.

იტვირთბა....