საქართველოში მიმდინარე ქართულ-ამერიკული “Noble Partner 2016” წვრთნები ერთადერთი არ არის რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე.
ნატო პარალელურად ახორციელებს ფარტომასშტაბიან მაღალი სამხედრო დანიშნულების წვრთნების სერიებს. კერძოდ, წვრთნები მიმდინარეობს რუსეთის საზღვრებს გასწვრივ ბალტიისა და სკანდინავიის საზღვრებზეც. ეს რეგიონი, რუსული რიტორიკიდან გამომდინარე სწორედ ე.წ. ფრონტის წინა ხაზს წარმოადგენს.
წვრთნები ესტონეთში, ლიტვასა და ნორვეგიაში 21 000-მდე სამხედრო მოსამსახურისა და თანამედროვე ტექნიკას მოიცავს. მასიური სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო წვრთნები მიმართულია რუსული პროვოკაციული და მუქარის შემცველი განცხადებების წინააღმდეგ, რომ იგი გამოიყენებს ტექნიკურ-სამხედრო საშუალებებს შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში. “აღნიშნული წვრთნები დაწყვილებულია უკრაინულ 3000 კაციან საწვრთნელო პროგრამასთან და მიზნად ისახავს გზავნილს, რომ ნატო დაიცავს თავის ახალ წევრებსა ე,წ, რუსეთის უკანა ეზოში”, -წერს ამერიკული მედია.
ოპერაცია მოიცავს 10 ნატო-ს ქვეყანას და ნორვეგიის სანაპიროებთან ჩრდილოეთის ზღვაში მიმდინარეობს. წვრთნები ანტიწყალქვეშა ნავების საბრძოლო ამოცანებს მოიცავს და პასუხია რუსული წყალქვეშა ნავების გააქტიურებისა შვედეთისა და ფინეთის ტერიტორიულ წყლებში.
ამასობაში ესტონეთში 13 000 კაციანი სამხედრო წვრთნები იმართება, რომელიც სამხედრო და საჰაერო ოპერაციების ნაზავია. პარალელურად ლიტვა ახორციელებს წვრთნებს, რომელიც 3000 კაციან სამხედრო და საპოლიციო შენაერთებს მოიცავს და მიმართულია სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვის გაუმჯობესებისკენ.
რუსეთის კონვენციური შეიარაღება, რომელიც საქართველოსა და უკრაინაში იქნა გამოყენებული, არაადექვატურია ნატო-ს წინააღმდეგ საბრძოლველად,- აცხადებს დამოუკიდებელი სამხედრო ანალიტიკოსი პაველ ფელენგაუერი.
სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს ასევე მოლდოვაშიც.
euroline.ge