აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინამ რუსების ორი სახმელეთო რეტრანსლატორი და უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ხუთი პუნქტი დაბომბა

უკრაინამ რუსების ორი სახმელეთო რეტრანსლატორი და უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ხუთი პუნქტი დაბომბა – ინფორმაცია ქვეყნის შეიარაღებული ძალების ვებგვერდზე ვრცელდება

“2026 წლის 13 აგვისტოსა და 14 აგვისტოს ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფებმა დარტყმა მიაყენეს მტრის რამდენიმე მნიშვნელოვან სამხედრო სამიზნეს.

კერძოდ, ხერსონის ოლქის ზალიზნი-პორტის რაიონში განადგურდა „გერან“/„გერბერას“ ტიპის დარტყმითი დრონების მართვის ორი სახმელეთო რეთრანსლატორი.

ცნობისთვის: სახმელეთო რეთრანსლატორი უზრუნველყოფს მართვისა და კავშირის სიგნალების გადაცემას ოპერატორსა და უპილოტო აპარატს შორის, რაც ზრდის მისი გამოყენების მანძილსა და სტაბილურობას.

გარდა ამისა, დარტყმა განხორციელდა მტრის უპილოტო საფრენი აპარატების ხუთ მართვის პუნქტზე შემდეგ რაიონებში:

• ჩასივ-იარი (დონეცკის ოლქი)

• ზალიზნი-პორტი (ხერსონის ოლქი)

• ვოლფინსკი (რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქი)

• გორდეევკა (რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქი)

• ლუგოვოე (ზაპოროჟიეს ოლქი).

მტრის საკვანძო სამხედრო სამიზნეებზე მუშაობა გრძელდება. უკრაინის თავდაცვის ძალები თანმიმდევრულად ამცირებენ რუსი აგრესორის შესაძლებლობებს, გამოიყენოს უპილოტო სისტემები და აწარმოოს საბრძოლო მოქმედებები.

გაგრძელება იქნება!’ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში

იტვირთბა....