აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სუმის ოლქში რუსეთის მიზანმიმართული ორმაგი დარტყმის შედეგად 29 წლის ქალი და მისი 9 წლის ვაჟი დაიღუპნენ

სუმის ოლქში რუსეთის მიზანმიმართული ორმაგი დარტყმის შედეგად 29 წლის ქალი და მისი 9 წლის ვაჟი დაიღუპნენ – 14 აგვისტოს დილას რუსებმა ბურინის თემში კერძო საცხოვრებელ სახლს ორი უპილოტო საფრენი აპარატით დაარტყეს. დაიღუპა ქალი და ბავშვი, კიდევ ოთხი ადამიანი კი დაშავდა.

„მასშტაბური ნგრევა და ხანძარი. სამწუხაროდ, ადგილზე დაიღუპა 29 წლის ქალი და მისი 9 წლის ვაჟი. კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა. მათგან ორი – ბიჭის მამა და ბებია – მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში იმყოფება” – წერს სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ გრიგოროვი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....