თუ სომხეთი კონკრეტულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ოფიციალური მოსკოვი სომხური პროდუქციის იმპორტს აღადგენს – ამის შესახებ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაშია საუბარი. მედიის ინფორმაციით, მანამდე ამ საკითხზე ალმათიში რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოქსანა ლუტმა და სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორგ პაპოიანმა შეხვედრის დროს ისაუბრეს.
„სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის სომეხი მწარმოებლების მიერ საკუთარი ნედლეულის გამოყენება, პესტიციდების კონტროლი და სხვა სავალდებულო მოთხოვნების დაცვა, ამჟამად შეზღუდვების ქვეშ მყოფი პროდუქციის იმპორტის განახლების მთავარი პირობაა” | წერია განცხადებაში.
2026 წელს რუსეთმა სომხეთიდან არაერთი პროდუქტის, მათ შორის ხილ-ბოსტნეულის, ყვავილების, თევზის, ზოგიერთი ალკოჰოლური სასმელისა და მინერალური წყლების ექსპორტი აკრძალა. ოფიციალურ მიზეზად ფიტოსანიტარული და ხარისხის დარღვევები დასახელდა, თუმცა ექსპერტები შეზღუდვების დაწესებას სომხეთის დასავლეთთან დაახლოებისა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას უკავშირებენ

