უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ რუსეთში ორსკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა:
„დამაზიანებელმა ელემენტებმა საკვანძო ინფრასტრუქტურა დააზიანა, რომლის აღდგენაც ჯერჯერობით შეუძლებელია. აღჭურვილობა იმპორტულია, სანქციების გათვალისწინებით კი რემონტს ნახევარ წლამდე დასჭირდება. ქარხანა სრულად გაჩერებულია. ყველაზე ცუდი სცენარისთვის ვემზადებით. შემოზიდული საწვავის იმედზე ყოფნა მოგვიწევს“ – განაცხადა გუბერნატორმა ევგენი სოლნცევმა

