თევზები
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის წლის პირველი ნახევარი მშვიდი და წყნარი იქნება, რომელსაც მათ ცხოვრებაში შემოჭრილი ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფლირტი დაარღვევს. თევზებს წინ თავბრუდამხვევი რომანი ელით, რომელიც მათ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. მათ აუცილებლად მოუწევთ ძველ პარტნიორთან დაშორება, რაც არც თუ ისე მარტივი საქმე იქნება, თუმცა სექტემბრისთვის საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებული ექნებათ.
მერწყული
ამ ნიშნით დაბადებულებს წლის რამდენიმე თვის განმავლობაში სრული მოწყენილობა ელით. ეს კი დაძაბულობას შეიტანს მათ ოჯახსა და სამსახურში, რადგან ამ ხნის განმავლობაში მერწყულები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რა შეცვალონ ცხოვრებაში უკეთესობისკენ. თუმცა, ცხოვრება მათ მოულოდნელ სიურპრიზს უმზადებს და თანაც ისეთ დროს, თავადაც რომ არ ელიან.ზაფხულის დასაწყისში ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება. მერწყულის ცხოვრებაში გამოჩნდება ახალი ადამიანი და გაუჩნდება სხვა სამსახურში გადასვლის შანსი. შესაძლებელია ამ დროს მერწყული საზღვარგარეთ წავიდეს საკმაოდ კარგი შემოთავაზებით.
ქალწული
2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ქალწულებისთვის კარიერული ზრდა იქნება. ეს არ გულისხმობს სამსახურში ერთი ნაბიჯით დაწინაურებას ან ახალი საქმის წამოწყებას- ქალწულებს მართლაც თავბრუდამხვევი კარიერის მოწყობა შეუძლიათ წელს. უკვე ნოემბერში კი მათ ნამდვილად ექნებათ იმის თქმის საშუალება, რომ ამ წელს მათ კარიერაში სერიოზული გარდატეხა მოხდა.