აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496 – მიწისძვრამ 11347 სახლი დაანგრია, ხოლო 53526 დააზიანა” – კოლუმბიის პრეზიდენტი

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 265-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას კოლუმბიის პრეზიდენტი ავრცელებს.

კოლუმბიის პრეზიდენტის, აბელარდო დე ლა ესპრიელას ცნობით, მიწისძვრის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად 496 ადამიანი ითვლება.

„სამწუხაროდ, 265 ადამიანი დაიღუპა და 3494 დაშავდა“, – აღნიშნა კოლუმბიის პრეზიდენტმა.

ასევე, პრეზიდენტის თქმით, მიწისძვრამ 11347 სახლი დაანგრია, ხოლო 53526 დააზიანა.

შეგახსენებთ, 10 აგვისტოს კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ხოსე-დელ-პალმარის მუნიციპალიტეტი იყო. კოლუმბიის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

იტვირთბა....