ჯანდაცვა

ოლგა ბუზოვას მოხდენილი ფორმის საიდუმლო: როგორ იკვებება ტელესახე

რუსი ტელეწამყვანი, „სახლი 2“-ის მონაწილე, ოლგა ბუზოვა ფორმის შენარჩუნებისთვის შემდეგ ხერხებს მიმართავს:

ის არასდროს ჭამს საღამოს 6 საათის შემდეგ.

არ იყენებს მაღალკალორიულ საკვებს ყოველდღიურ რაციონში, როგორიცაა: ძეხვეული, შებოლილი საკვები, ჩიპსები, ნახევარფაბრიკატები და ა.შ.

ტკბილეულად მხოლოდ მწარე შოკოლადს მიირთმევს, ისიც იშვიათად და მცირე რადენობით.

მის დიეტაში ყველაზე მეტი რაოდენობით არის ბოსტნეული,   ხილი,  სალათები, ზღვის და ბოსტნეულის რაგუები. ამ ყველაფერს უცხიმო იოგურტს , ზეითუნის ზეთსა და ლიმონის წვენს უმატებს.

რა თქმა უნდა, აუცილებლად მიმართავს ფიზიკურ დატვირთვას და ცურვას, თან -ყოველდღიურად.

ბუზოვა დილით მხოლოდ ფაფებს მიირთმევს. რაც მთავარია, მათ რაციონს მუდმივად ცვლის-წიწიბურა, ბრინჯი, შვრია და ა.შ. ამ ყველაფერს ამატებს ხილს, მწვანილს, კენკრას, კაკალს.

სადილად მიირთმევს მოხარშულ კარტოფილს და ხორბლის  მაკარონს, ასევე სალათებს.

რამდენიმე საათის შემდეგ- ხაჭოს, მოხარშულ თევზს და უცხიმო საქონლის ხორცს.

ბუზოვა ვახშამს არავის არ ურჩევს. მისი თქმით, საღამოს კვებას ტრენაჟორებზე ვარჯიში სჯობია. ტელეწამყვანი კვირაში მინიმუმ სამჯერ ვარჯიშობს სპორტდარბაზში. ძილის წინ კი მიირთმევს კეფირს ან ვაშლს. ბუზოვა დღეში ორ ლიტრამდე კეფირს იღებს.

იტვირთბა....