რუსეთში დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯეს ჯონ კენედის ძმის შვილიშვილს, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა -| ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. ცნობილია, რომ 32 წლის კონორ კენედიზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ის აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრის, უმცროსი რობერტ ფრენსის კენედის ვაჟია. კონორ კენედის ბაბუის ძმა აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი იყო
“სამხედრო გამოცდილება არ მქონია და არც ჩინებული მსროლელი ვიყავი, მაგრამ მძიმე ნივთების ზიდვა შემეძლო და სწრაფად ვსწავლობდი. მზად ვიყავი, იქ მოვმკვდარიყავი. ამიტომ, მალევე დამთანხმდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთის ფრონტზე გაგზავნაზე. ეს ომი, ისევე როგორც ყველა სხვა, საშინელებაა. ადამიანები, რომლებსაც შევხვდი, ყველაზე მამაცები იყვნენ მათ შორის, ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი” – თქვა კენედმა

