საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, რუს კოლეგასთან, ლავროვთან შეხვედრისთვის მზაობას კიდევ ერთხელ გამოთქვამს, თუმცა აცხადებს, რომ ლავროვთან აუდიენციისთვის ამ დროისთვის არანაირი მზადება არ მიმდინარეობს და შეხვედრა არ იგეგმება.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველო რუსეთთან საუბარს განაგრძობს მხოლოდ იმ არსებული მექანიზმების ფარგლებში, რომელიც ქვეყანას უკვე აქვს ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძე-კარასინის ფორმატის სახით.