ბაქოში მიმდინარე ძიუდოს “გრან სლემზე” 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი ჩემპიონი გახდა.
ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქე უნგრელი მიკლოს ცირჟენიცი 36 წამში იპონით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ღვინიაშვილმა ტურნირზე ექვსი შეხვედრა მოიგო, აქედან ხუთი – იპონით.
ამ გამარჯვებით ღვინიაშვილმა რიოს ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.