ამ დიეტამ, 1965 წლიდან დღემდე სერიოზული გამოცდა გაიარა. მისი დახმარებით 4 კილოს დაიკლებთ 10 დღეში. რაც მთავარია, შემდგომში მომატების რისკიც ნაკლებია. გაითვალისწინეთ, რომ ამ დიეტის დროს სხვა არაფრის ჭამა არ შეიძლება :
08:00
უზმოზე, საწოლშივე 1 დიდი ჭიქა წყალი.
20 წთ–ის შემდეგ – 1 საშუალო ჭიქა ახლადგამოწურული გრეიფრუტის ან ფორთოხლის წვენი.
20 წთ–ის შემდეგ – 1ჭიქა უცხიმო რძიანი კაკაო.
12:00
1ფინჯანი უშაქრო ყავა ან 1 ჭიქა მწვანე ჩაი. ცალკე დააყოლეთ 1 კოვზი თაფლი, 1 ცალი მოხარშული კვერცხი ან 1 ცალი ვაშლი.
14:00
100 გრამი მოხარშული ხორცი.
0.5კგ პომიდორი, 0.5კგ ხახვი, 0.5კგ სტაფილო და მწვანილს დაასხით 1.5 ლიტრი წყალი და ხარშეთ 20წთ–ის განმავლობაში. მიღებული წვნიანი გაყავით 3 ნაწილად (გამოდის 3 დღის მარაგი).
ამ წვნიანის წვენი 1/3 მიირთვით 3–ჯერ 10 წუთიანი შესვენებით.
100 გრამი მოხარშული ხორცი.
16:00
წვნიანის მოხარშული ბოსტნეული შეზავებული ზეთით, ძმარი, ლიმნის წვენი, მწვანილი, მდოგვი გემოვნებით ასევე მიირთვით საზაფხულო სალათები.
ძილის წინ:
1 ჭიქა მაწონი, კეფირი ან (გვირილის უშაქრო ჩაი).
არც ფიზიკური ვარჯიშები დაივიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გახდომის ნაცვლად შეიძლება, უფრო მოიმატოთ წონაში. დაბალკალორიული საკვები კი მრავალფეროვანია და შიმშილობა ნამდვილად არ მოგიწევთ.
ამ დიეტით – 4 კილოს დაიკლებთ 10 დღეში.

