ამ დიეტით წონის სწრაფად დაკლებას მოახერხებთ, თუმცა მისი სენარჩუნებისთვის მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ:
1 დღე: მთელი დღის განმავლობაში რამდენიც გინდათ იმდენი ტომატის წვენი და წყალზე მოხარშული 250გრ ბრინჯი უმარილოდ და უშაქროდ.
2 დღე: მთელი დღის განმავლობაში 200 გრ. ხაჭო და რამდენიც გინდათ იმდენი კეფირი. არ უნდა იშიმშჳლოთ – როგორც კი იგრძნობთ შიმშილს, ეგრევე დალიეთ კეფირი.
3 დღე: მთელი დღის განმავლობაში 300-350 გრ. მოხარშჲლი მჭლე ხორცი და რამდენიც გინდათ იმდენი უშაქრო ჩაი. სასურველია მწვანე ჩაი, ხოლო ხორციდან სასურველია მოამზადოთ ქათმის ან ინდაურის თეთრი ხორცი ან მჭლე ძროხის ხორცი.
4 დღე: მთელი დღის განმავლობაში 1 ბოთლი მშრალი, წითელი ღვინო და 200 გრ. უცხიმო ყველი. ამ დღეს უმჯობესია წყალი არ დალიოთ.
დიეტა გრძელდება 4 დღე და იკლებთ 4 კგ-ს. წონის შენარჩუნებისთვის დიეტის დასრულების შემდეგ მაქსიმალურად შეზღუდეთ მარილი, შაქარი, ცხიმიანი და შემწვარი საკვები. მიირთვით მოხარშული კერძები, ბოსტნეული, ხილი, ფაფები და ორ ლიტრამდე წყალი.

