საზოგადოება

შავი იუმორით გადმოცემული შიშველი სიმართლე ზოდიაქოს ნიშნებზე

ვერძი

ვერძებს აქვთ კარგად გამოკვეთილი წარბები და თავმომწონე გამომეტყველება, თუმცა ტყუილად გამოიყურებიან ასე თავმომწონედ რადგან გამუდმებით ურახუნებენ თავს სხვადასხვა პრობლემას და საგნებს. ცნობილი ხისთავიანები. ყოველთვის აკეთებენ იმას, რასაც ამბობენ. სიჩქარეში ბევრ შეცდომასაც უშვებენ, მაგრამ ამას არასოდეს აღიარებენ და ამ საკითხს არასოდეს განიხილავენ. თქვენც გირჩევთ მასთან საუბრისას ეს არ წამოგცდეთ, თორემ ნაწლავებს გამოგიღებენ. ვერძები კარგად გრძნობენ თავს თევზებთან, რადგან მათთან შედარებით მყარად დგანან მიწაზე და დასცინიან კირჩხიბებს მათი ზედმეტი მგრძნობელობის გამო. ფილოსოფიურ კონცეფციებს ამტკიცებენ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. არ აქვს მნიშვნელობა სად უწევთ ცხოვრება, სასახლეში თუ კარდონის ყუთში, იფიცებიან და ამტკიცებენ, რომ ზუსტად ეს სურდათ ცხოვრებაში. ბავშვობის ასაკში უკვე მიღებული აქვთ ყველა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება. ქორწინდებიან რამდენჯერმე, გართობისთვის, მაგრამ არასოდეს შორდებიან, უბრალოდ მათი მეუღლეები უბედური შემთხვევებით იღუპებიან ან სახიჩრდებიან. ვერძები ყოველთვის მენეჯერებად ან მმართველებად, ან დირექტორებად მუშაობენ, მაგრამ თუ მოხდა ისე რომ მუშაობენ მაგალითად დამლაგებლად, აუცილებლად ჩამოაყალიბებენ დამლაგებელთაკავშირს, თუნდაც ერთწევრიანს და იბრძოლებენ ამ კავშირის უფლებებისთვის.  ვერძები არასოდეს უსმენენ მორიელს, ამაყობენ იმით, რომ თვით მორიელზე უფრო ეგოცენტრულები არიან.ფაქტიურად მთელ ზოდიაქოს ნიშნებში ვერძი ყველაზე დიდი ნაძირალაა მორიელის შემდეგ.

კურო

ხშირად ეცვლებათ განწყობა, ერთ წუთში რომ მხიარულობენ, მეორე წუთში უცებ მოიწყენენ და მესამე წუთში შეიძლება ვიღაცას ფეხები მიუმტვრიონ რატომღაც. ძალიან მიწიერი არსებები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ან სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით უფრო იშვიათად ბანაობენ, ან თუკი სადმე ყვავილი ან ბალახი ნახეს, იმ წუთში ცხვირთან მიაქვთ და საათობით ყნოსავენ. კუროებს უყვართ მხიარული ,გასართობი ფილმები, სადაც ყველა ბედნიერია, ცხოვრება მხიარულია და სიკეთე იმარჯვებს. ცხოვრებაში ხშირად ეხვევიან აყალ-მაყალში. ჩხუბობენ მიმტანებთან, წესრიგის დამცველებთან ან ბილბორდების გამო. უყვართ თავიანთ მეგობრებს ფსიქოანალიზი ჩაუტარონ, თუმცა თავად, ზოგადად, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება არასოდეს აქვთ. ფილოსოფიურ კონცეფციებს ხსნიან გაუგებარი ბუტბუტით. კურო უცნაური არსებაა, რადგან წლების განმავლობაში შეუძლია გულში შეინახოს წყენა რაღაც მოვლენის გამო, რომელიც შეიძლება გაირკვეს, რომ სინამდვილეში არც მომხდარა. ეს შეიძლება იმით იყოს გამოწვეული, რომ კურო ხშირად არასწორად იგებს მოვლენებს ან ნათქვამს და არაადეკვატურად აფასებს. ამის გამო კი ის ხშირად ხვდება ვერძების გასალახთა სიაში, რიგით მეორე. თვითონ კუროებს მიაჩნიათ, რომ ეს არის მათი ადგილი. ზოგადად ყველაფერში ურჩევნიათ იყვნენ რიგით მეორე, ვიდრე პირველი და უდაოდ საუკეთესონი არიან ამაში, ანუ მათზე კარგად ვერავინ ახერხებს იყოს რიგით მეორე. (კურო ზოდიაქოს მეორე ნიშანია). ძნელია კუროს გაუგო, ხშირად კითხვებს კითხვითვე პასუხობენ და იშვიათად ტოვებენ თავის ბუნაგს. უყვართ კონფლიქტები. ვერ იტანენ თუ ყველაფერი წესრიგშია, ესეიგი რაღაც არ არის წესრიგში. ზოგიერთ კუროს განსაკუთრებით უყვარს ბარებში და რესტონებში მუშტი-კრივი, თუ ასეთი რამ არასოდეს გადახდენიათ, იგონებენ ასეთ ისტორიებს და სიამოვნებით უყვებიან მეგობრებს. კურომ იცის რომ ცხოვრებაში მიემართება არსად და ყოველთვის ეჩქარება ამ “არსად” წასასვლელად. უყვართ სახლში საკუთარი პატარა სამყაროს მოწყობა, სადაც შემოიკრებენ საყვარელ ადამიანებს.

ტყუპები

ტყუპები ყველას უყვარს, იმიტომ, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში უყვართ შიზოფრენიკები. თვითონ ტყუპებს მიაჩნიათ რომ არიან ნახევრად სოკრატე და ნახევრად მიქელანჯელოები, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ასე არა არის. ძალიან პროგრესულები გონებაგახსნილები და კონტაქტურები. უყვართ საზოგადოება და რაღაც ამოუხსნელი ძალის წყალობით ახერხებენ იყვნენ ყველგან და იცოდნენ ყველაფერი. ტყუპებს შეუძლია ორ ადგილზე ერთდროულად იმყოფებოდეს.

ხშირად ატარებენ სწრაფ მანქანებს და ასეთი მანქანებით გამუდმებით ეჯახებიან ხეებს და შენობებს. არიან მოურიდებელნი და ზედმეტად გაბედულნი. უყვართ კამათი და თითქმის ყველაფრის საწინააღმდეგო აზრები და არგუმენტები შეუძლიათ წამოაყენონ. (მაგალითად, ეს წინადადება არ ექნებათ ბოლომდე წაკითხული, რომ უკვე ამის გაპროტესტებას დაიწყებენ). უყვართ ჩხუბი ქორწილებში, თავისზე სუსტი ადამიანების დაჩაგვრა, მაგალითად ჩაგრავენ ბავშვებს და კირჩხიბებს, სასწორებს ხომ საერთოდ ბოქსში სავარჯიშო ტომარად იყენებენ. ტყუპები ან ბისექსუალია ან ჰერმაფროდიტი. არ ესმის რას ნიშნავს სიყვარულში ერთგულება. ვანდალურად ექცევა საკუთარ სახლს და ოჯახს. ფილოსოფიურ კონცეფციებს ამტკიცებენ სულელური ანალოგიებით. ოლიმპიურ თამაშებში ტყუპები ვერასოდეს იმარჯვებს, თუ გაიმარჯვა ეს იქნება რაიმე ახალი სპორტის სახეობაში რომელსაც არავინ იცნობს. ტყუპები გამუდმებით მოიხმარს მედიკამენტებს, ხშირად არალეგალურს. ლაპარაკობენ თითქმის ყვირილით იმისათვის, რომ ვინმემ მოუსმინოს. ხშირად ტყუპები თავის თავს ელაპარაკებიან ასე. თუ არ გჯერათ, მოუსმინეთ, როცა აბაზანაში მარტოა. ტყუპი არასოდეს არ არის ერთი, ის ყოველთვის ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანია ერთად. ერთი სიტყვით ტყუპები ეს არის აბსოლიტურად ჭკუიდან გადასული მერწყული.

 

კირჩხიბი

აინტერესებთ იცოდნენ რა ხდება სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაში, მაგრამ აზრზე არ არიან რა ხდება მათ საკუთარ ცხოვრებაში. ამას მეგობრებისგან იგებენ. კირჩხიბები იმოსებიან მარტო იმიტომ, რომ ასეა საჭირო. არ აქვთ გემოვნება, არ ესმით მოდა და სტილი. ეს იმ კატეგორიის ადამიანებია, რომლებიც ტანსაცმელს მატრასებს შორის ათავსებენ, ზემოდან წვებიან და ასე “აუთოვებენ”. თვეობით, წლობით შეუძლიათ ერთიდაიგივე ტანსაცმელი ეცვათ, გაუხდელად. მათი სახლი მათი საკუთარი ბიოსახლია, როგორც პატარა კენგუროსთვის ჩანთა. აქვთ პერიოდები როცა თვეობით იკეტებიან იქ, არ პასუხობენ ტელეფონს, არ აღებენ კარებს, ფანჯრიდანაც კი არ იყურებიან. მიუხედავად იმისა რომ აქვთ სურვილი ყველას მომვლელი და მხსნელი იყვნენ, საზოგადოება და სოციალური ურთიერთობები საერთოდ არ აინტერესებთ. კირჩხიბი ეს მოარული ჟურნალია დიასახლისებისთვის. იციან უგემრიელესი რეცეპტები, იციან როგორ გაუძღვნენ სახლს, ათვითცნობიერებენ ამას თუ არა, ორივე სქესის კირჩხიბს ეხერხება ჭრა-კერვა, ქარგვა და ქსოვა. ეხერხებათ ბავშვებთან და თინეიჯერებთან ურთიერთობა, მათი მოვლა და აღზრდა. მათი ნება რომ იყოს, სიამოვნებით იქნებოდნენ მთელი მსოფლიოს დედიკოები.

კირჩხიბები არასოდეს არიან სპორტში წარმატებული, იმიტომ რომ ყოველი თხუთმეტი წუთის შემდეგ სჭირდებათ დასვენება და ისედაც დიდი ფიზიკური აქტივობებისათვის არ იკლავენ თავს. კარიერის აწყობასაც სახლიდან გაუსვლელად, ლოგინში მოკალათებულნი აპირებენ. კირჩხიბები ფილოსოფიურ კონცეფციებს ხსნიან თავისი გამოგონილი სიტყვებით, როგორც ჯორჯ ბუში მაგალითად, რომელიც კირჩხიბია.  კირჩხიბებს არ შეუძლიათ ვინმეზე გავლენა იქონიონ, მაგრამ აქვთ ერთი უნიკალური უნარი, ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოიცნონ რას ფიქრობს ნებისმიერი ადამიანი.

ლომი

ნებისმიერი გზით და ხერხით ცდილობენ ყურადღება მიიქციონ, თვითმკვლელობაც არაა გამორიცხული. ლომებს უყვართ სარკეები და სარკეში ხშირად უგზავნიან ჰაეროვან კოცნას საკუთარ გამოსახულებას. ლომი გაგაწყვეტინებთ საუბარს იმისთვის, რომ თვითონ ილაპარაკოს და არ გაგიშვებთ, სანამ ბოლომდე არ მოისმენთ ყველაფერს, რაც აქვს სათქმელი. ყველა ლომს სურს ჩაუტარონ პარადი თავის დაბადების დღეზე. არ ქორწინდებიან, იმიტომ რომ მათი ბადალი და შესაფერისი არავინ არის. თუ მაინც მოხდა ისე რომ დაქორწინდნენ, მეუღლეები სამზარეულოში, ონკანთან ყავთ მიბმული. გამუდმებით სჭირდებათ ფიზიკური სიახლოვე, მაგრამ თავი ისე უჭირავთ, რომ ყველას ჰგონია მიკარება და შეხება მათ გაღიზიანებას გამოიწვევს. ამიტომ ახლოს არავინ ეკარება. ლომი ახსენებს საკუთარ თავს როგორც ზებუნებრივ არსებას. ლომები ყვირილით აღებენ კარებს და ოთახში შესვლისას ელოდებიან მისი გამოჩენით აღტაცებული პუბლიკის ტაშს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები მართლა გვანან ლომებს, ანუ არიან ხმაურიანი, ამპარტავანი, ძლიერი. ხშირად აქვთ პატარა ცხვირი, დიდი, ზედა ტუჩი, კარგად მოვლილი, ხშირი, გრძელი თმა(ფაფარი) და ზოგიერთი”მაიმუნები”ერთ ლუკმად არ ყოფნით. ცნობილია რომ ლომი ლიდერია დაბადებიდან, განსაკუთრებით კი რადიკალური მოძრაობების ლიდერობა გამოსდით კარგად. ერთადერთი, რისიც ეშინია ლომს, ეს არის გამასხარავება. ვერ იტანს როცა სასაცილო სიტუაციაში ვარდება. სულ ეშინია რომ დასცინებენ. მისი მისამართით უხეშ ხუმრობებზე ძალიან ბრაზდება. გაბრაზება კი ლომივით საშინელი იცის. ძალიან უყვარს ვერძებთან ჩხუბი.(რიგით პირველია ვერძების გასალახთა სიაში ). თუ ეს ორი სადმე ერთმანეთს გადაეყარა, დასისხლიანებამდე სცემენ ერთმანეთს, სულერთია სად იმყოფებიან, თეატრში, სუპერმარკეტში, წვეულებაზე, ხალხში თუ ერთი-ერთზე. ლომებს პირადად ხალხში ურჩევნია, პუბლიკის წინ. ლომებს ყველაფრის კეთება ხალხის, მაყურებლის თანდასწრებით მოსწონს, მათ შორის სექსიც.

თუ მერწყულებს თავისი ოთახის კედლებზე როკ-ვარსკვლავების სურათები აქვთ, თხის რქებს გამოჩენილი მათემატიკოსების სურათები, მორიელებს მსოფლიოს უდიდესი კატასტროფების ამსახველი ფოტოები, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ლომს თავისი ოთახის კედლები საკუთარი თავის ფოტოებით აქვს დამშვენებული.

ქალწული

მეწვრილმანეები, მოწესრიგებული და დარეგულირებულ-გამოთვლილი აქვთ ყველაფერი, სუნთქვაც კი. მათ კარადაში ფერების და ზომების მიხედვით აწყვია ტანსაცმელი. ქალწულები ასუფთავებენ თავიანთ ნივთებს, რეგულარულად, დღეში ორჯერ, კბილის ჯაგრისით. მიაჩნიათ რომ ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს და მათი ადგილი იატაკზეა, სადაც გამადიდებელი შუშით ეძებენ მიკრობებს და ხეხავენ, რომ გაასუფთაონ. აქვთ აკვიატებული იდეები და მანიები. ერთი სიტყვით “არანორმალურები” არიან. აქედან მოდის ამ ნიშნის სახელიც ქალწული. ქალწულს შეუძლია გამვლელი მანქანის მძღოლს ესროლოს და პოლიციაში ახსნას, ”ეს იმიტომ გავაკეთე რომ გამვლელი ჭუჭყიან მანქანაზე იჯდა”, და პოლიციელებიც გაანთავისუფლებენ, რადგან უმრავლესობა მათგანი ქალწულია და ესმით მისი. ძალიან ადვილია ქალწულის ჭკუიდან გადაყვანა. უთხარით რომ რაღაც აქვს გაჩხერილი კბილებს შორის, ან გააღეთ მისი მაცივარი და რძის ბოთლი გადაადგილეთ. ჰო, ადამიანები ხშირად ერთობიან ქალწულის”გაგიჟებით”, მაგრამ თუ გინდათ ქალწული ნამდვილ ჯოჯოხეთში მოხვდეს, ჩაკეტეთ ის მთელი დღე მერწყულთან ერთად ლიფტში. ჯერ ეს ერთი, ვერ აიტანს უმოქმედოთ ყოფნას და მერე მერწყული აუცილებლად გაიხდის, (ეს უკანასკნელნი, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ, ტანსაცმელს იძრობენ). მერე მერწყულს ლიფტში ექნება შეტანილი ლუდი, რადგან მას ჯოჯოხეთში კავშირები აქვს და მას შეუძლია იქ ლუდი შეიტანოს, რომელსაც მთელ იატაკზე მოწუწავს. ქალწული კი, რომელსაც ჯოჯოხეთთან არანაირი კავშირ-მეგობრობა არ აქვს, ამ ინციდენტს ვერასოდეს მოინელებს. ქალწულს ძალიან უჭირს კონცენტრაცია, როცა იცის რომ მაცივრის ქვეშ რაღაც აგდია. ეს რაღაც შეიძლება ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილი კურო იყოს. ქალწულმა იცის როგორ გამოათრიოს ის იქიდან, ბანანის წვენისგან დამზადებული არომატულ-გამაგრილებელი სასმელის მეშვეობით. საერთოდ, ქალწულმა იცის როგორ მოაგვაროს პრობლემები და მთელი ცხოვრება ამას აკეთებს, დაუღალავად და გულმოდგინედ. ქალწულები არ ხედავენ სამყაროს თეთრ და შავ ფერებში, ისინი ხედავენ მას ჭუჭყიანად და სუფთად, სწორად და არასწორად და არ არსებობს შუალედი. ერთადერთი კარგი ის აქვთ, რომ სიამოვნებით დაგთანხმდებიან სახლი დაგილაგონ ან სარეცხი გაგირეცხონ, თანაც თქვენ გასარეცხებს დაახარისხებენ, მატერიების და ფერების მიხედვით. ასე მივიღებთ 32 გროვას, თითოში ორი-სამი ტანსაცმლით და მერე ამ გროვებს თითოეული ნაჭრის მარკების სახელების მიხედვით, ანბანური თანმიმდევრობით გარეცხავს. ხშირად ნახავთ ქალწულს, რომელიც მაცივართან მიდის და რამდენჯერმე აღებს და ხურავს კარებს, იმისთვის რომ დარწმუნდეს, რომ მაცივრის შიგნით შუქი დროულად ინთება და ქრება. ერთი სიტყვით -არანორმალურები!

 

სასწორი

ოჰ! თქვენი ელეგანტურობა და ფერებში შეხამებული ტანსაცმელი გულს ურევს გარშემო ყველას. ძალიან გაორებული ნატურები ხართ და გადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლიათ. ფიქრობს და ფიქრობს სასწორი, აწონის, დაწონის ათასჯერ, ათი ათასჯერ და ბოლოს ყველაზე უარეს ვარიანტს ირჩევს. თქვენ გამუდმებით წუხართ იმაზე თუ რას იტყვის ხალხი, მაგრამ სინამდვილეში რომ აქცევდეთ ხალხის აზრს ყურადღებას, იქნებ საზოგადოებას უფრო მოსწონებოდით. სასწორები მოდას აყოლილი ქარაფშუტები არიან, შეიძლება დღეს გააღმერთონ ვინმე ან რამე, რასაც გუშინ ვერ იტანდნენ, იმიტომ, რომ მოდაში შემოვიდა. მათი ინტერესი იმის შესახებ თუ რა ხდება მსოფლიოში, შემოიფარგლება მოდის კატალოგებით. თვითონ ქმნიან მოდას. მათი ბრალია რომ ფართე შარვლები და პეპლის მაგვარი თმის სამაგრები მოდაში დაბრუნდა და თუ სასწორს მოტკეცილი შორტები არ გადაუგდია, ესეიგი შემდეგ სეზონზე მოდაში შემოვა. აწყობენ საქველმოქმედო საღამოებს დიზაინის განვითარებისთვის, არიან რაღაც გაუგებარი მოძრაობის წევრები, მაგალითად მოძრაობა”კაპუჩინო”-ს წევრები. ჰკითხეთ რატომ და რაღაცას მობოდავენ სოლიდარობის შესახებ. ძირითადად კი არაფერი არ იციან და არაფერი არ ეხერხებათ. ყოველთვის ყავთ ვიღაც, ვინც უძვირეს ფეხსაცმელებზე თასმებს შეუკრავს. ხო! სასწორი არასოდეს ვაჭრობს ეკონომიურ მაღაზიაში, არასოდეს ჭამს სწრაფი კვების ობიექტებში და აზრზე არ არის სად მიდის ნაგავი. სასწორი ყოველთვის წკიპზეა გააკეთოს ის, რაც ყველა დანარჩენმა ადამიანმა იცის რომ სისულელეა. მათ აქვთ უზარმაზარი კოლექცია კომპაქტ-დისკების, რომლებიც არასოდეს მოუსმენიათ, ფილმების, რომელიც არასოდეს უნახავთ. ჰოლივუდი სავსეა სასწორებით, იმიტომ, რომ თავის მოჩვენების და თვალთმაქცობის ოსტატები არიან. რაც არ უნდა დაათროთ სასწორი, მაინც შეძლებს ლოგიკურად აგიხსნათ რა განსხვავებაა ყავა latté -სა და ყავა au lait -ს შორის. გასაკვირი კი ის არის, რომ ამ ორს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს.

მორიელი

კარგად ერკვევიან კომპიუტერებში, უმრავლესობა მორიელებისა ჰაკერია. ასევე უმრავლესობა მორიელებისა ცდილობს პოპულარობა და სიმდიდრე მოიპოვოს სოციალური ქსელების დახმარებით. არიან კიდეც ყველაზე პოპულარულები ჩათ-ბოქსებში. მორიელებს სერიოზულად მოსწონთ თავიანთი პარანოიკული მოდგომა ცხოვრებისადმი. ძალიან სწყდებათ გული რომ უცხოპლანეტელებს არასოდეს გაუტაციათ, რომ სახელმწიფო შეთქმულების მსხვერპლი არ არიან, რომ სტარ ტრეკი ფანტაზიაა. საკმარისია ნახოთ ავტომატური მოწყობილობებით სავსე ბარაკი, სადაც ცხოვრობს, რომ ეს ყველაფერი დაიჯეროთ. მისი მთავარი გეგმაა გახდეს მსოფლიოს დამპყრობელი, მაგრამ ეს გამორიცხულია ოდესმე მორიელის მმართველობით მოხდეს. მორიელს უყვარს ჭამოს ყავა კოვზით ახლად გახსნილი ყუთიდან, ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუსრუტია ცხვირით შოკოლადში ამოვლებული თხილი, დამუშავებული აქვს ხერხი და იცის როგორ მოწიოს შხაპის ქვეშ. მისი საყვარელი დღესასწაული ჰელოუინია. შემთხვევითი არ არის, რომ მათ დაბადების დღეებს ემთხვევა. მხოლოდ ამ დროს შეუძლია მორიელს “იქაჯოს” ისე, რომ ციხეში არ ამოყოს თავი. მისი საყვარელი სპორტი სექსია, სადაც უდაოდ ჩემპიონია. გარდა ამისა სექსი კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ მოწიოს. შეუძლია რჩევების მიცემა ისეთ საკითხებზე, რაც თავად არ ანაღვლებს და არ აინტერესებს, თვითონ არავის რჩევას არ უგდებს ყურს. თუ გინდათ გაიგოთ ვინმე მორიელია თუ არა,  ჰკითხეთ რამე და ხუთწუთიანი დუმილის მერე იქნება პასუხი”რა?” მორიელები ხშირად ჭარბთმიანები არიან და ეს მოსწონთ, რადგან მიაჩნიათ, რომ ამით კიდევ უფრო ესმება ხაზი მათ სიველურეს. ეს ეხება ქალ მორიელებსაც.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები დაბადებულნი არიან თავგადასავლებისათვის, უყვართ ობობების შიშველი ხელით გაჭყლეტა, შუა ღამეს ოთახებში სიარული ისე, რომ შუქს არ ანთებენ. უყვართ ფათერაკები და მზად არიან კისერი მოიტეხონ, ოღონდ რამე გადახდეთ თავს. მოკლედ ხშირად ძალით ირთულებენ ცხოვრებას, იმიტომ, რომ ადვილი და კომფორტული არაფერი მოსწონთ. მშვილდოსნებს უყვართ გააცინონ და გაართონ ხალხი, ახლობლები თუ უცხოები, ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. მაგალითად ტრანსვესტიტობენ. უმრავლესობა მშვილდოსნებისა არასწორი სქესით არის დაბადებული, ანუ არიან ძალიან მამაკაცური ქალები და ქალური თვისებების მქონე მამაკაცები. არიან ხმაურიანები და უტაქტოები. ცხოველებს და ბავშვებს ძალიან უყვართ მშვილდოსნები, რადგან მათ შეუძლიათ საცირკო ნომრების და ტრიუკების ჩატარება. სამაგიეროდ ზრდასრულებს სძულთ ისინი, იმისთვის რომ არიან ზედმეტად პირდაპირები და უხეშები. უხამს წარწერებიანი მაისურები და მედალიონები მშვილდოსნების მოგონილია. ისინი ძირს ყრიან საჭმელს, ან ექცევათ წითელი ღვინო მაგიდაზე (ან ვინმეზე) სოლიდურ რესტორანში და ხმამაღლა სვამენ უამრავ კითხვას ეკლესიაში თუ თეატრში. მშვილდოსანი არასოდეს დაპატიჟოთ სახლში მშობლების გასაცნობად-უხერხულობისგან რაღაც საშინელებას ჩაიდენს. როგორც კენტავრი (რომელიც მშვილდოსნის გამოსახულებაა) არის ნახევრად ადამიანი და ნახევრად ცხოველი, ასე არსებობენ ორი სახის მშვილდოსნები, მშვილდოსანიადამიანი_ძალიან დახვეწილი, ინტელიგენტი და მშვილდოსანი ცხოველი- ძალიან პრიმიტიული, უბრალო ადამიანი. მაგრამ ნებისმიერ ვარიანტში, მშვილდოსანს უბრალოდ არ შეუძლია მთელი თავისი არსებით მოხეტიალე ჰიპი არ იყოს.

თხის რქა

თხის რქები არიან ძალიან ბეჯითი, ძალიან სანდო და უაღრესად მოსაწყენი ადამიანები. დინჯად და მოთმინებით მიემართებიან შემდეგი დიდი მიღწევისაკენ კარიერაში. ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა. უმრავლესობა თხის რქა კარგი მათემატიკოსია და ეხერხება ყველაფრის სწრაფად და წინასწარ გამოთვლა-დაანგარიშება. ეს მათ კიდევ უფრო მოსაწყენ ადამიანებად ხდის. ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობის დაძლევა უხდებათ მაგრამ, უკან არასოდეს იხევენ. ბევრი პოლიტიკოსია ამ ნიშნით დაბადებული. ამიტომაც არის ჩვენი ქვეყნები ჯანდაბისკენ რომ მიექანებიან. თხის რქებს და პოლიტიკოსებს, წარმატებას რომ მიაღწიონ, სჭირდებათ პირველ რიგში უსაფრთხოება და უპირველეს ყოვლისა ამისთვის იღწვიან. არ დგამენ დაუფიქრებელ ნაბიჯს, არ რისკავენ, თვლიან რომ სპონტანურობა უტვინობაა. თხის რქა ლომის და ქალწულის უცნაური ნაჯვარია. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს მათ ნიშანს ქარიზმატულობას და ლოგიკას მატებს, მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ არიან ძალიან ხელმომჭირნე, პედანტი და ეგოისტი ადამიანები. თუ დედამიწა ატომური ომის შედეგად განადგურდა, მარტო ტარაკანები და თხის რქები მოახერხებენ გადარჩენას. დანარჩენი ადამიანები უბრალოდ არც მოინდომებენ გაპარტახებულ დედამიწაზე იცხოვრონ. თხის რქებს ბავშვობის ასაკიდან ეხერხებათ საზოგადოების გაცურება და თვალის ახვევა. ბავშვობაში მათთვის ყველაზე სასურველი საახალწლო საჩუქარი იქნება სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის კითხვისას საინტერესო ადგილებს მონიშნავენ. სახლში აქვთ უამრავი ფაილები, ქაღალდები და საოფისე მოწყობილობები, რომ მოაწესრიგონ მათი არ არსებული ცხოვრება. უყვართ თავის მოჩვენება, რომ თითქოს მობილურზე საქმიანად ლაპარაკობენ. ამ დროს მათი მობილური გამორთულია, რადგან არ ყავთ მეგობრები, რომელსაც დაურეკავენ. თხის რქობა მოდიდან გადავიდა 1989 წლიდან, დონალდ ტრაპის შემდეგ, რომელსაც ბევრი თხის რქა დღემდე ფანტაზიორად და არაპრაქტიკულ ადამიანად თვლის. დოკუმენტების გაყალბებისთვის დაჭერილი ადამიანების უმრავლესობა თხის რქაა.

მერწყული

მერწყულებს უყვართ წვეულებები-ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას. ეს არის მათი დევიზი. არა მარტო იმიტომ რომ უყვართ დალევა და გართობა, იმიტომაც, რომ წვეულებებზე შეუძლიათ რაც შეიძლება მეტი ქალი (კაცი) დაკერონ. ნანობენ რომ აღარ არის სამოციანი წლები, ეპოქა, როდესაც შეეძლოთ შიშვლებს ევლოთ ხალხში და ეკიდათ საზოგადოების აზრი. (ამ დროს ახალი და პოპულარული იყო ნუდისტური მოძრაობა) მერწყულებს უყვართ სიშიშვლე.

97.4% ადამიანებისა, რომლებსაც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მეტროს შუაღამის რეისით უმგზავრიათ, მერწყულია (სად დაეხეტებიან არავინ იცის).

უყვართ ლაპარაკი, ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ ამავე დროს ხშირად უყვართ განმარტოებაც. მერწყულს შეუძლია მარტომ ითამაშოს ფრენბურთი. ხშირად ასეც ხდება, თავის თავს ეთამაშება. ამტკიცებს რომ თუ ძალიან, ძალიან მოინდომა, წყალზე დადგომა შეუძლია. ამაში ხშირად ვარჯიშობს საკუთარ აბაზანაში. დღის განმავლობაში ხშირად ემართება ისეთი რამ, რასაც მედიტაცია შეიძლება ვუწოდოთ. თუ მერწყულს ელაპარაკებით და ის თქვენს მხარს იქით იყურება, ჩათვალეთ, რომ ერთი სიტყვა არ გაუგია და საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ის ამ დროს შეიძლება ეკონტაქტებოდეს ვიღაცას, რომელიც სამი მეტრის მოშორებით დგას. მერწყულებს უყვართ ასტრონომია და იქ ყველგან არიან ნამყოფი. თუ გაინტერესებთ მაგალითად რითი იკვებებიან სატურნზე, ჰკითხეთ მერწყულს. მერწყულებს შეუძლიათ ყველაფერს მიაღწიონ დედამიწის ზურგზე, ყველაფერს, რასაც მოინდომებენ და არც მაინცდამაინც დიდი შრომით და ძალისხმევით. თითქოს მათ ყველაფრის უფლება აქვთ უფლისგან ბოძებული. ეს, რა თქმა უნდა, ყველა დანარჩენ ადამიანს აცოფებს. როკ-ვარსკვლავების უმრავლესობა მერწყულია.

თევზები

სადაც არ უნდა იყვნენ, სიცილი და კომედია გარანტირებულია. განა იმიტომ რომ ცდილობენ სასაცილოები იყვნენ, უბრალოდ ასე ხდება. ძალიან დაბნეულები არიან სექსის საკითხში. არსებობს კი საერთოდ ასეთი რამ? რეალურად ხდება? ვერ გაურკვევიათ. ქალი თევზები ატარებენ გრძელ, ფართხუნა კაბებს და უამრავ ვერცხლის სამკაულს. ამბობენ რომ აინტერესებთ და უყვართ ვარსკვლავები, მაგრამ ერთადერთი რაც შეიძლება ცაზე იპოვონ, დიდი დათვის თანავარსკვლავედია. თუ ვერ იპოვეს- ტირიან. შეიძლება ახსოვდეთ რა მოხდა 1992 წლის 3 მარტს,მაგრამ არ ახსოვთ საკუთარი სახლის მისამართი, არ აქვთ ორიენტაციის უნარი. ადამიანი რომელიც ტრასაზე მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით 70კმ/სთ მოძრაობს, უმრავლეს შემთხვევაში თევზია. თევზები უმეტესწილად სიცოცხლეს ასრულებენ ან დიდი სიმაღლიდან (ფანჯრიდან,სახურავიდან) გადმოვარდნით, ან სატვირთო ავტომანქანის ბორბლების ქვეშ. ეს ასე არ ხდება მარტო იმ შემთხვევაში თუ კირჩხიბთან ერთად ცხოვრობენ. (კირჩხიბი იზრუნებს რომ ასე არ მოხდეს). თევზები არიან იმდენად უსუსური და იმდენად დაუცველ-საცოდავი, რომ შეუძლიათ ლომსაც კი დედობრივი გრძნობები გაუღვიძონ, მაგრამ ნუ მოტყუვდებით,თევზმა შეიძლება გაგაკვირვოთ თავისი გამჭრიახობით. თევზებს შეუძლიათ ისტორიულ, ლეგენდარულ სიდიადეს მიაღწიონ ბედის და იღბალის წყალობით. სიამაყით გეტყვიან რომ მიქელანჯელო, გალილეო, ჯორჯ ვაშინგტონი და ალბერტ აინშტაინი თევზები იყვნენ. მაგრამ არ გეტყვიან, რომ თევზი იყო ტედ კენედიც, რომელმაც სულელურად იცხოვრა და კიდევ უფრო სულელურად დაიღუპა. თევზები ამტკიცებენ რომ უყვართ საღი კრიტიკა, სიამოვნებით მოისმენენ და გაითვალისწინებენ მას, მაგრამ სინამდვილეში, თუ თქვი რომ მათი ნამუშევარი არ მოგეწონა, შეუძლიათ იქვე ხარაკირი ჩაიტარონ. ნურასოდეს ეცდებით გამოიყენოთ ლოგიკა თევზებთან მიმართებაში. ისინი გრძნობებით იმართებიან, დაფრინავენ ცაში და ცხოვრობენ ნარნიაში(გამოგონილი ქვეყანა). კამათის დროს მათი მთავარი იარაღი ცრემლებია. არ აქვს მნიშვნელობა რა სიტყვებს იყენებენ, როცა ცდილობენ ახსნან ფილოსოფიური კონცეფციები, მაინც გაგებაში არ არიან რაზე ლაპარაკობენ.

geoastro.ge

იტვირთბა....