ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 3 მაისს ვიცე-პრემიერის მიერ გიორგი გაბუნიას ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „არჩევანში“ მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თეა ბოლქვაძის განცხადებით, უწყებამ მიმართა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, იმ მიზნით რომ დაედასტურებინათ ყველა ციფრის რეალობა, რომელიც მინისტრმა გადაცემაში დაასახელა. საქსტატისგან მათ მიიღეს პასუხი, რომლის მიხედვითაც უწყებას დაუდასტურეს, რომ ყველა ციფრი შეესაბამება სიმართლეს და მინისტრის მიერ ნათქვამი ყველა ინფორმაცია საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა.