ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ძალიან სასწრაფო ამბავი!!! ერთი კვირის წინ ვანში, სოფელ სულორში, მოულოდნელად ობლად დარჩა ორი ბავშვი, 3 კვირის და წლის და 4 თვის. 23 წლის დედა გარდაეცვალათ unsure emoticon ოჯახში მოხუცები არიან. სასწრაფოდ უნდა ვუშველოთ,უარესი უბედურება მოხდება! ხვალ დილასვე წავალ, ბავშვებს საჭმელი არ აქვთ და არც სხვა არაფერი. ვინმეს თუ გამოყოლა გინდათ, ერთ ადამიანს წავიყვან. კიდევ ერთი მანქანიანი ადამიანი მჭირდება ხვალ აქ, თბილისში ერთ მისამართზე საჭმელი უნდა მიიტანოს, მე ვუყიდი დღეს საღამოს. ფულიც უნდა დავუტოვო, იქ საშინელ დღეში არიან . მე მაქვს კიდევ ფული მაგრამ კიდევ დასჭირდებათ. აბა თქვენ იცით,გამივრცელეთ მაქსიმალურად! დილას 9-ზე გავდივარ.
ანგარიშის ნომერი: თიბისი ბანკი
GE90TB7603845061100016
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეის მონაცემებზზე მომწერეთ ინბოქსში,
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.“
ცნობისთვის, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გახდა პოპულარული, მას შემდეგ რაც ბლოგერი გამოვიდა ინიციატივით, რამდენიმე საათით ტაქსის მძღოლად ემუშავა და ამით მიღებული თანხა სოციალურად დაუცველთათვის გადაეცა. ამჟამად აკა სინჯიკაშვილი სხვადასხვა ინიციატივებით გამოდის, რომელიც უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების დახმარებაზეა ორიენტირებული.