რუსული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლის, ლაიმა ვაიკულეს 9 დღიანი დიეტით, 3-დან 5 კგ-მდე დაიკლებთ.
როგორც ვაიკულე აღნიშნავს, დიეტის განმავლობაში ერთგვაროვანი პროდუქტი უნდა მიიღოთ.
დიეტის პირველი სამი დღე მომღერალი მიირთმევს მოხარშულ ბრინჯს, რომლის რაოდენობა და სახეობა შეუზღუდავია. მთავარია რაციონიდან ამოიღოთ შაქარი, მარილი და ცხიმი.
დაშვებულია სოიოს სოუსი, სუნელები.
შემდეგი სამი დღე ლაიმა ვიკულე მხოლოდ ქათმის მიხარშულ ხორცს მიირთმევს. გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ქათმის მკერდისა და ზურგის ხორცი უნდა მიირთვათ. სხვა ნაწილები აკრძალულია. ასევე კვლავ ამოღებულია შაქარი, ცხიმი და მარილი. სოიოს სოუსი შეიძლება.
ბოლო სამი დღე კი მხოლოდ ვაშლი უნდა მიირთვათ. ნებისმიერი სახის და რაოდენობის.
როგორც ლაიმა ვაიკულე აღნიშნავს, ყოველდღიურად 2 ლიტრი წყალი, ხოლო დიეტის მე-5 დღეს, ბალახეული ჩაი უნდა მიირთვათ.
ამ დიეტით 9 დღეში 3-დან 5 კგ-მდე დაიკლებთ. შედეგის შენარჩუნებისთვის, ნელ-ნელა გადადით ჩვეულებრივ კვებაზე, თუმცა აუცილებლად შეამცირეთ შაქარი, ცხიმი, ცომეული და საღამოს საათებში კვება.