აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ომი გაგრძელდება მანამ, სანამ ირანს მიყენებულ ზიანს არ აუნაზღაურებენ და მის წინააღმდეგ სანქციები არ მოიხსნება” – ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველი

ირანის უზენაესი ლიდერის მოჯტაბა ხამენეის უფროსი მრჩეველი სამხედრო საკითხებში, მოჰსენ რეზაი აცხადებს, რომ ომი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ირანს მიყენებული ზიანი სრულად არ აუნაზღაურდება, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამასთან, მისი თქმით, ირანი გააგრძელებს ბრძოლას, ვიდრე მის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა ეკონომიკურ სანქციას არ მოხსნიან და სანამ ქვეყანა არ მიიღებს იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო გარანტიებს, რომელიც ირანის საქმეებში აშშ-ის ჩარევის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.

„ვხედავთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ძლიერად ახორციელებენ ოპერაციებსა და აქტივობებს. ჩვენი ლიდერობის პროექტი, ახალი ლიდერის შერჩევით, მტკიცედ გადავიდა მის მმართველობაში“, – განაცხადა რეზაიმ.

მისი თქმით, ომი, ფაქტობრივად, ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ დასრულდა და შეერთებული შტატები მზად იყო ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუმცა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაგრძელება მოითხოვა.

მოჰსენ რეზაის თქმით, ომის დაწყებიდან 15 დღის შემდეგ აშშ-მა ნათლად გააცნობიერა, რომ „ამ ომში გამარჯვების გზა არ არსებობდა“.

იტვირთბა....