აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“თელ-ავივში ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 6 ადამიანი მსუბუქად დაშავდა” – The Times of Israel

თელ-ავივში ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 6 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„მაგენ დევიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად თელ-ავივში საცხოვრებელი შენობები და ავტომობილები დაზიანდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტების რამდენიმე ტალღა გაუშვა.

ჩრდილოეთ და ცენტრალურ ისრაელში ირანული რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.

იტვირთბა....