ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ყველა პირი დაიკითხება”: შოთაძე შალვა რამიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

 

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ჟურნალისტ შალვა რამიშვილის საქმესთან დაკავშირებით  ყველა ის პირი დაიკითხება,  ვინც რამიშვილის განცხადებაში ფიგურირებს და ვის საჭიროებასაც გამოძიება დაინახავს.

”შალვა რამიშვილის განცხადება გადაგზავნილია შესაბამისი რეაგირებისთვის და როგორც ჩემთვისაა ცნობილი, მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები იმის დასადგენად, განცხადებაში მოყვანილი ფაქტები რამდენად შეესაბამება რეალობას. ასევე მიმდინარეობს ხალხის გამოკითხვა, რათა დადგინდეს მის განცხადებაში არსებული ფაქტების რეალობა,” – განაცხადა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან.

როგორც ირაკლი შოთაძემ განაცხადა, არ იცის დაიკითხა თუ არა ტელეკომპანია ”იმედის” ხელმძღვანელობა, ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, თუმცა განაცხადა, რომ განცხადებაში დასახელებული ყველა პირი დაიკითხება.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა საქართველოს მთავარ პროკურატურას რამდენიმე კვირის წინ მიმართა და მასზე, როგორც ჟურნალისტზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. მან, პროკურატურას მისი და ”იმედის” დირექტორს, გიორგი ბახტაძეს შორის მიმოწერაც წარუდგინა.

 

რამიშვილი ამტკიცებს, რომ გიორგი ბახტაძე სთხოვდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს გადაცემაში სტუმრობისას, არ ჰყოლოდა ოპონენტებად კრიტიკულად განწყობილი პირები.

იტვირთბა....