სამართალდამცველებმა ლევან როსტოშვილი (როსტო) და „ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი, ლაშა კურტანიძე, ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. – ამ ინფორმაციას ჟურნალი „რეიტინგი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ჰეროინი, ბუპრენორფინის, მეტამფეტამინი და მეტადონი ამოიღეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, მიმდინარეობს.
როსტო და მისი მეგობარი გვიან ღამით აიყვანეს.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში დაუდასტურეს, დაკავებულია ორი პირი, რომელთაც 260-ე მუხლის, მე-6 ნაწილით წარედგინათ ბრალი, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტს გულისხმობს.