აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ანექსირებულ ყირიმში ხანძრის რამდენიმე ძლიერი კერა ფიქსირდება

მონიტორინგის ჯგუფ Крымский ветер-ის ინფორმაციით, სატელიტურ სისტემაზე დაყრდნობით, ანექსირებულ ყირიმში ხანძრის რამდენიმე ძლიერი კერა ფიქსირდება. ამავე ინფორმაციით, ქერჩსა და მის შემოგარენში, ღამით უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ, ცეცხლი გაჩნდა ქერჩის რკინიგზის სადგურზე. სატელიტური კადრების მიხედვით, იწვის საწყობები, სადგურზე მდგარი ვაგონები და სავარაუდოდ, ნავთობბაზა.

სავარაუდოდ, არსებობს ხანძრის გავრცელების საშიშროება ახლოს მდებარე ელექტროქვესადგურზე.

Крымский ветер-ის ცნობით, ხანძრის მეორე კერა ფიქსირდება ბაგეროვოსა და ოქტიაბრსკოეს შორის სტრატეგიულ მონაკვეთზე, სადაც ორი სარკინიგზო ხაზი, საავტომობილო გზა ხიდები და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები გადის.

ხანძრის მესამე კერა ყოფილ სამხედრო აეროდრომთან ფიქსირდება, რომელსაც რუსი ოკუპანტები ამჟამად აქტიურად იყენებენ. რიგით მეოთხე ხანძარი კი, არსებული ცნობებით, „ჩერნომორნეფტეგაზის“ გაზის მომპოვებელ ობიექტთანაა.

იტვირთბა....