აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ევრობიუროკრატიის მიმართ ნდობა შემცირებულია ისევ და ისევ თავიანთი გადაწყვეტილებებით, განცხადებებით და იმ უსამართლო დამოკიდებულებით, რაც ქართული სახელმწიფოს მიმართ აქვთ” – კახა კალაძე

რა თქმა უნდა, ევრობიუროკრატიის მიმართ ნდობა შემცირებულია ისევ და ისევ თავიანთი გადაწყვეტილებებით, თავიანთი განცხადებებით და იმ უსამართლო დამოკიდებულებით, რაც ქართული სახელმწიფოს მიმართ აქვთ, – ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კობახიძემ განაცხადა, „ქართველი ხალხი ხედავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მას ემტერება, არის განწყობილი მტრულად ქართველი ხალხის მიმართ, ამას გამოხატავს კონკრეტული ნაბიჯებით, ასეთ დროს, ნდობა უკიდურესად მცირდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და ეს გადადის ნდობაზე ევროკავშირის მიმართაც“.

კალაძის თქმით, ქართველი ხალხისთვის დასავლეთის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია.

„როგორ შეიძლება, ნდობაზე ვისაუბროთ, როდესაც ვისმენთ იმ ტიპის განცხადებებს და ვხედავთ გადაწყვეტილებებს რეზოლუციების სახით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით შემოიფარგლება და სიცრუით არის გაჯერებული. ცხადია, ამ ყველაფერს ქართველი ხალხი ძალიან კარგად უყურებს, შეფასებასაც აკეთებს და ეს დამოკიდებულება, რაც არის ქართული სახელმწიფოს მიმართ, კატეგორიულად მიუღებელია.

რა თქმა უნდა, ევრობიუროკრატიის მიმართ ნდობა შემცირებულია ისევ და ისევ თავიანთი გადაწყვეტილებებით, თავიანთი განცხადებებით და იმ უსამართლო დამოკიდებულებით, რაც ქართული სახელმწიფოს მიმართ აქვთ”, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ ასევე შეაფასა ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალში საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობა, სადაც მან პოლიტიკურ ტერორიზმზე ისაუბრა.

„ეს ძალიან კარგი მაგალითია იმის, რომ ავუხსნათ საზოგადოებას, რას ნიშნავს პოლიტიკური ტერორიზმი. ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება ქართული საზოგადოების მიმართ. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოეპყრო სხვა სახელმწიფოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა ფეხქვეშ გათელოს”, – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....