აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“საქართველო თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორია, თურქმენეთი აფასებს კონსტრუქციულ პოზიციას საქართველოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე” – სერდარ ბერდიმუჰამედოვი

საქართველო თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორია, თურქმენეთი აფასებს კონსტრუქციულ პოზიციას საქართველოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე, – ამის შესახებ თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სერდარ ბერდიმუჰამედოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ურთიერთობების თვისებრივად ახალ დონეზე გადაყვანის საკითხზე.

„ჩვენ უკვე დავასრულეთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. გვქონდა მეგობრული და კონსტრუქციული საუბარი. დადასტურდა, რომ მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა თურქმენეთსა და საქართველოს შორის, რაზეც ორივე მხარემ აიღო ვალდებულება. შევთანხმდით, გავაფართოოთ პოლიტიკური ურთიერთობები, თანამშრომლობა და დიპლომატიური ძალისხმევა, რათა ჩვენი პარტნიორობა გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდეს. საქართველო თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორია. თურქმენეთი აფასებს კონსტრუქციულ პოზიციას საქართველოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე და აღნიშნავს, რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს პოზიტიური განვითარების კუთხით.

მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო. გვიხარია, რომ ფართოვდება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით გაერო-სთან თანამშრომლობის მექანიზმები. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩვენი ურთიერთობების თვისებრივად ახალ დონეზე აყვანას. ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთ–საქართველოს ბიზნესფორუმზე განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, მათ გაიზარდოს სავაჭრო მოცულობა. ეს არის ჩვენი თანამშრომლობის სფეროა. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბიზნესურთიერთობებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას. გვსურს, ჩვენი ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ.

სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვან როლს ასრულებს კასპიისა და კავკასიის რეგიონებს შორის გამომავალი მარშრუტის ფონზე. ამ კონტექსტში მსურს, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ერთობლივი სატრანსპორტო და ლოგისტიკური პორტფელი ძალიან იმედისმომცემ პროექტებს მოიცავს. მათ შორისაა ლაზურიტის დერეფანი, რომლის მონაწილეები არიან ავღანეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, თურქეთი, ასევე კასპიისა და შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აერთიანებს თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და რუმინეთს.

ჩვენი ქვეყნები მონაწილეობენ სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას აღნიშნული პროექტების ფარგლებში და მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სხვა მონაწილე ქვეყნებთანაც. უკვე მიმდინარეობს სერიოზული მოლაპარაკებები კასპიისა და შავი ზღვის პორტების ინფრასტრუქტურის ეფექტიანად გამოყენების შესახებ, რაც ორივე მხარისთვის ორმხრივ სარგებელს შექმნის. გვსურს, პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს ენერგეტიკის, სატელეკომუნიკაციო, სამრეწველო, საწარმოო, ტექსტილის, სამშენებლო და სხვა მრავალ სფეროში“, – აღნიშნა თურქმენეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისივე თქმით, თურქმენი და ქართველი ხალხი ერთმანეთთან უკვე დიდი ხანია, რაც დაკავშირებულნი არიან.

„ჩვენს ხალხებს მრავალწლიანი ისტორიული კავშირები აქვთ და დღეს ეს ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჰუმანიტარულ საკითხებში მუშაობას. შევთანხმდით, რომ სრულ მხარდაჭერას გავუწევთ ჩვენი ხალხების სურვილს, რომ კიდევ უფრო მეტად გაეცნონ ერთმანეთის მდიდარ კულტურას, მემკვიდრეობას. ასევე გვინდა, შეიქმნას პირობები კრეატიული თანამშრომლობისთვის, სახელოვნებო სფეროში.

მნიშვნელოვანია ასევე სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში, მათ შორის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ეს საკითხებიც მნიშვნელოვანია ამ მოლაპარაკების პაკეტში, რომელსაც ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი. ეს ვიზიტი სიმბოლური მნიშვნელობისაა, რადგან ემთხვევა თურქმენეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35-ე წლისთავს. გილოცავთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ამ მნიშვნელოვან თარიღს. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შედეგებით და იმ შეთანხმებებით, რომლებსაც დღეს მივაღწიეთ. დარწმუნებული ვართ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს თურქმენეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას. მინდა, საქართველოს მეგობარ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება“, – განაცხადა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

იტვირთბა....