აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ოდესაზე რუსეთის დარტყმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა

ოდესაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაშავებულთა შორის ორი ბავშვია.

უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს მომხდარი თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, რელიგიური და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ავტომობილები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ადგილზე ამჟამად საგანგებო და კომუნალური სამსახურები მუშაობენ.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს ხერსონზე რუსული დარტყმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ერთი კი, დაშავდა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 249 სამხედრო შეტაკება მოხდა.

იტვირთბა....