აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ხელოვნური ინტელექტის განვითარება უმჯობესია, არ იყოს ერთი ქვეყნის სოლო შესრულება, არამედ უნდა იყოს საერთაშორისო თანამშრომლობის სიმფონია” – სი ძინპინი

ხელოვნური ინტელექტის განვითარება უმჯობესია, არ იყოს ერთი ქვეყნის სოლო შესრულება, არამედ ის უნდა იყოს საერთაშორისო თანამშრომლობის სიმფონია, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში მხოლოდ ერთი ქვეყანა არ უნდა დომინირებდეს.

ჩინეთის ლიდერმა ასევე ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის შემაკავებელ ბერკეტებზეც. სი ძინპინის თქმით, ხელოვნური ინტელექტი ყოველთვის ადამიანის კონტროლის ქვეშ უნდა დარჩეს.

„ჩვენ უნდა დავამკვიდროთ კანონები და რეგულაციები, ტექნოლოგიური მონიტორინგი, ადრეული გაფრთხილება და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სისტემები, რათა უზრუნველვყოთ, რომ ხელოვნური ინტელექტი ყოველთვის ადამიანის კონტროლის ქვეშ იყოს“, – განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.

ამასთან, მედიის ცნობით, ჩინეთმა ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ შეთანხმებას 29 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად მოაწერა ხელი. წევრ სახელმწიფოებს შორის არიან რუსეთი, ბელარუსი, სერბეთი, კუბა, ბრაზილია, ვენესუელა, ასევე 12 აზიური და ათი აფრიკული ქვეყანა.

ცნობისთვის, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენცია (WAIC) 17 ივლისს დაიწყო და 20 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. კონფერენციას ჩინეთის ქალაქ შანხაიში მდებარე შტაბ-ბინა მასპინძლობს.

იტვირთბა....