უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა შავ და აზოვის ზღვებში, სპეცოპერაცია „მოლოჩკას“ [Москва Ляжет Через Крым – მოსკოვი დაეცემა ყირიმის მეშვეობით] ფარგლებში, 12 დღის განმავლობაში მწყობრიდან გამოიყვანეს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 159 გემი. მისიის მიზანი ოკუპანტების ეკონომიკური ლოგისტიკის სრული პარალიზებაა. მეთაურ რობერტ მადიარ ბროვდის ინფორმაციით, 17 ივლისს უკრაინულმა დრონებმა 12 გემი დააზიანეს.
,,ფლოტთცვენა გრძელდება: 159 გემი 12 დღეში. 17 ივლისს უპილოტო სისტემების ძალების „ფრინველებმა“ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 12 გემი მოინადირეს – 9 მშრალტვირთმზიდი, 1 ტანკერი, 1 გადამზიდი ტანკერი და 1 ბუქსირი.
ოპერაცია „მოლოჩკა“-ს [Москва Ляжет Через Крым – მოსკოვი დაეცემა ყირიმის მეშვეობით] მოქმედების პერიოდში, 6-დან 17 ივლისამდე, დაზიანდა რუსეთის ფედერაციის ჩრდილოვანი ფლოტის 159 გემი.
ზღვების მიხედვით: 117 გემი – აზოვის ზღვა. 42 გემი – შავი ზღვა.
მიზანი: ნავთობის, საწვავისა და სანქციების გვერდის ავლით გადაზიდული ტვირთების ლოგისტიკის განუკურნებელი პარალიზება….” – წერს უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ მადიარ ბროვდი.

