ზუგდიდში თვითმკვლელობა მოხდა. ქალაქის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში არასრულწლოვანმა ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო.
ცხედარი გადასვენებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ჯერჯერობით უცნობია თვითმკვლელობის მოტივი. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი მე-10 კლასელი იყო და შესაძლო თვითმკვლელობა მის პირად პრობლემებს უნდა უკავშირდებოდეს. პოლიციამ დაიწყო გამოძიება. მიმდინარეობს ბიჭის ახლობლების და მეგობრების დაკითხვები.
გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.ინფორმაცია “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.