აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ათონელის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის პრეზიდენტსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა.

თურქმენეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. სერდარ ბერდიმუჰამედოვს მიხეილ ყაველაშვილი დახვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა მიხეილ ყაველაშვილთან. „ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირისპირ შეხვედრა. ასევე, გათვალისწინებულია მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები.

იტვირთბა....