აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის პრეზიდენტსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება თურქმენეთის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია და პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან.

ხვალ დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირისპირ შეხვედრა. ასევე, გათვალისწინებულია მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები.

იტვირთბა....