აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

საბერძნეთი ეწინააღმდეგება რუსულ გაზთან დაკაშვირებულ ევროკავშირის მიერ დაგეგმილ ახალ სანქციებს, რათა დაიცვას რუსული ტვირთის ტრანსპორტირებაზე სპეციალიზებული „დინაგაზი“ – „ფაინენშალ თაიმსი“

საბერძნეთი ეწინააღმდეგება რუსულ გაზთან დაკაშვირებით ევროკავშირის მიერ დაგეგმილ ახალ სანქციებს, რათა დაიცვას კომპანია „დინაგაზი“. „დინაგაზი“ ბერძენი მილიარდერის, ჯორჯ პროკოპიუს საკუთრება, რომელიც სპეციალიზირებულია არქტიკის რეგიონში მდებარე თხევადი ბუნებრივი გაზის ქარხნიდან რუსული ტვირთის ტრანსპორტირებაზე.

ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირში საბერძნეთის ელჩმა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მოსალოდნელი სანქციები, რომლებიც მესამე ქვეყნებში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას აკრძალავდა, „დინაგაზს“ „გაანადგურებს“.

გამოცემის წყაროები ადასტურებენ, რომ ელჩმა „დინაგაზი“ იმ იმიზეზად დაასახელა, რის გამოცა ქვეყანას სანქციების მხარდაჭერა არ შეუძლია.

საზღვაო მონაცემთა პორტალის ინფორმაციით, „დინაგაზი“ 27 გაზმზიდ ტანკერს მართავს.

როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, საბერძნეთის პოზიცია ერთი კვირაა, რაც აფერხებს ევროკავშირის 21-ე სასანქციო პაკეტის დამტკიცებას, რომელიც ერთხმად მიღებას საჭიროებს.

ევროკავშირის დიპლომატები აღნიშნავენ, რომ სანქციების გამო ყველა წევრმა ქვეყანამ დაკარგა ბიზნესი, მოსკოვისთვის ეკონომიკური ზიანის მისაყენებლად.

ცნობისთვის, მანამდე გავცელდა ინფორმაცია, რომ ბერძნულმა გადამზიდმა კომპანიებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსული ნავთობის ტრანსპორტირებით, სულ მცირე, 3,8 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს. ყველაზე მეტი ბერძენი მილიარდერის, ჯორჯ პროკოპიუს კომპანიამ, „დინაკომ ტანკერმა“ გამოიმუშავა – 915 მილიონ დოლარზე მეტი 2023 წლის ივლისიდან.

„დინაკომი“ იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც აშშ-ისრაელ-ირანის კონფლიქტის საწყის პერდიოში ტანკერები ჰორმუზის სრუტეზე გაატარა. „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, „დინაგაზმა“ 2025 წლის დასაწყისიდან 10 მილიონ ტონაზე მეტი რუსული თხევადი ბუნებრივი აირი 11 გემით გადაზიდა. წყაროების ცნობით, საბერძნეთში აღნიშნავდნენ, რომ „დინაგაზს“ სპეციალური გემების სხვაგან გამოყენება არ შეუძლია, ისინი მხოლოდ არქტიკული პირობებისთვისაა აგებული.

იტვირთბა....