„ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ვინმე ტოვებს და ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი აქვს, ხელი რატომ უნდა ვკრათ?!, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
მან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე დადებითად დაახასიათა. „გიორგი ვაშაძეს მე პიროვნულად ცუდ ადამიანურ რესურსად ნამდვილად არ ვთვლი. იმედია „ნაციონალური მოძრაობა“ მაგას მაინც არ იტყვის, რომ ბალასტი მოვიშორეთ – არ იქნება ეს სწორი.“ – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
აპირებს ფოფხაძის გუნდი გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობას? დეპუტატი პასუხობს : „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ვიღაც ტოვებს და აქვს სურვილი ჩვენთან თანამშრომლობის, ჩვენ ხელი რატომ უნდა ვკრათ?! ეს პატარა ქვეყანაა და ყველა ადამიანური რესურსი, რომელიც ქართული სახელმწიფოს განვითარებას, მის საერთო გამარჯვებას ხელს შეუწყობს, უნდა იყოს ერთად. გიორგი ვაშაძესთან ადამიანურად არანაირი პრობლემა არ მაქვს. მასთან ბევრი საერთო მეგობარი მყავს“.