ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გიორგი უდესიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი გიორგი უდესიანი მისთვის წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დღეს ჩემთვის წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით გაცნობებთ რომ, მე – გიორგი უდესიანი ვაპირებდი მონაწილეობა მიმეღო 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, კერძოდ, ჩემი მშობლიური კუთხიდან, მესტიიდან კენჭი მეყარა პარლამენტში დამოუკიდებელ მაჟორიტარად.

აღნიშნული ცნობილი გახდა მოქმედი ხელისუფლებისთვის და მათი მარიონეტი პროკურატურის მეშვეობით განახორციელეს პოლიტიკური ზეწოლა და ჩემი დაბლოკვა როგორც მაჟორიტარი კანდიდატისა.

აღნიშნული ცალსახად დადასტურდა პროკურატურის წარმომადგენლის, ვინმე წიკლაურის მიერ გაკეთებული განცხადებით, სადაც თვალნათლივ ჩანს რომ კითხულობს აშკარად პოლიტიკურად შეთითხნილ ვითომდა ბრალდებას. ბრალმდებლის გამოსვლას აშკარად აკლდა თავდაჯერებულობა. გიორგი უდესიანი”,- აღნიშნულია უდესიანის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე, ყოფილი თანამდებობის პირის, გიორგი უდესიანისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-2 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში განცხადება დღეს გაკეთდა.

იტვირთბა....