5-დან 9 მაისის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო მოდის კვირეულს თბილისის ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს. კვირეულის ფარგლებში თბილისში ჩამოვლენ დიზაინერები, მოდელები, ბაიერები, ჟურნალისტები და მოდის თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოდან.
ქვეყნის ისტორიისა და მისი კულტურის უკეთ წარმოჩენის მიზნით, კვირეული საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში გაიხსნება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, სტუმრები გაეცნობიან ქართულ ფოლკლორს და ეროვნულ სამოსს, დაათვალიერებენ ქვეყნის ღირშესანიშნავ ადგილებს და დააგემოვნებენ ქართული სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს.