ახალი ამბები მედია მთავარი

მაკა ასათიანმა „მაესტროში“ თავისი წილი ნიდერლანდებში დარეგისტრირებულ კომპანიაზე გადააფორმა

მაკა ასათიანმა ტელეკომპანია „მაესტროში“ თავისი წილი ნიდერლანდებში დარეგისტრირებულ კომპანიაზე გადააფორმა.

როგორც 2030.news-ს მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ განუმარტა, წილი კომპანია „მედია ფინანს გრუპზე“ გადაფორმდა, რომლის 100%-ის მფლობელი თავად მაკა ასათიანია.

ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ წილის გადაფირმება არ უკავშირდება „მაესტროს“ გარშემო ბოლო დროს მიმდინარე პროცესებს.

მისივე თქმით, წილის გაყიდვასთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

იტვირთბა....