თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ აცხადებს, რომ პარტიის ყრილობის შემდეგ გადადგება. მმართველი “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ყრილობა” 22 მაისსაა დაგეგმილი.
The Independet-ის ცნობით, დავუთოღლუს გადაწყვეტილების მიზეზი მასსა და პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის ქვეყნის საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უთანხმობა გახდა. აჰმეთ დავუთოღლუს შემცვლელს მმართველი პარტიის ყრილობაზე აირჩევენ.