დიდი მოთხოვნაა ხალხში, რომ ეს ფონდი გარდაიქმნას პოლიტიკურ პარტიად, – ამის შესახებ ”საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
“კონკრეტულად მოვუყევით ჩვენ თუ რას წარმოადგენს ჩვენი გუნდი, თუ რისთვის მიისწრაფის რა გეგმები აქვს, დიდი მოთხოვნაა ხალხში რომ ეს ფონდი გარდაიქმნას პოლიტიკურ პარტიად, მე ამაზე ჯერ ვერ უპასუხე მათ, მაგრამ ალბათ მაისის თვეში პასუხი გვექნება. მთავარია, რომ ხალხს მომავლის იმედი აქვს, გაუჩინეთ ყოველ შემთხვევაში დღეს და იმის იმედი აქვთ, რომ ჩვენ ერთად უკეთესობისკენ შევცვლით ცხოვრებას”.-აცხადებს ბურჭულაძე.