აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის ქალაქებში, სარატოვსა და ენგელსში დრონებით თავდასხმა განხორციელდა – მედია

რუსეთის ქალაქებში, სარატოვსა და ენგელსში აფეთქებების ხმა ისმოდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სარატოვსა და ენგელსში დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შემდეგადაც ქალაქებში აფეთქებები მოხდა.

„ტელეგრამ“ არხის Astra-ს ცნობით, დრონებით იერიში ენგელსის სამხედრო აეროდრომზე განხორციელდა.

დარტყმების შემდეგ ენგელსის აეროდრომის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

იტვირთბა....