კიევსა და ლვოვში ფედოროვის მხარდამჭერი აქციები იმართება. უკრაინის დედაქალაქში ხალხი ფრანკოს მოედანზე იკრიბება, ხოლო ლვოვში – შევჩენკოს ძეგლთან. მონაწილეები მოითხოვენ, რომ მიხაილ ფედოროვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დარჩეს.
14 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერმინისტრისა და მთავრობის გადადგომას დაუჭირა მხარი. 15 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფედოროვის ნაცვლად თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარადგენს იჰორ კლიმენკოს, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებს.

