აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბანგკოკში, ბარში გაჩენილ ხანძარს 27 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგკოკის ბარში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა, 60-ზე მეტი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ინფორმაციას BBC-ი ტაილანდის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრმა ანუტინ ჩარნვირაკულმა მედიას განუცხადა, რომ ამ დროისთვის 27 ცხედარი იპოვეს. მისი თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება დაახლოებით ნახევარ საათში შეძლეს, თუმცა შედეგი უკვე დამანგრეველი იყო.

ტაილანდური გამოცემა Thairath-ის ცნობით, რამდენიმე ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

ბარი, რომელსაც ადგილობრივები Rong Beer Na Lat Phrao-ს უწოდებენ, ბანგკოკის ჩატუჩაკის რაიონში მდებარეობს. ტაილანდური გამოცემა Daily News-ის ცნობით, ეს არის პოპულარული გასართობი ადგილი.

პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან მუსიკოსს, რომელიც ბარში გამოდიოდა, როცა ხანძარი გაჩნდა, ჰკითხა, მომხდარის შესახებ ჰკითხა.

„მან თქვა, რომ ხანძარი გამომრთველთან იყო და ამის შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. იყო აფეთქებები და ყველა ცდილობდა კვამლისა და ცეცხლისგან გაქცევას“, – აღნიშნა პრემიერმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მეხანძრეები გამვლელმა მძღოლმა გამოიძახა, რომელმაც დაინახა, რომ ტერიტორია ცეცხლის ალში იყო გახვეული.

იტვირთბა....